განვადების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: განვადების ოპერატორი
მომწოდებელი: CreditAmazon.ge
გამოქვეყნდა: 11 აგვ / ბოლო ვადა: 11 სექ
საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინ განვადების პლატფორმა "Creditamazon.ge" აცხადებს ვაკანსიას განვადების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შესვენება 1 საათი (დასვენების დღე კვირა).
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსი (ჯამში 800 ლარამდე)
** კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების საუზმეს და ყავას
** კომპანია ასევე უზრუნველყოფს თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განვადების ოპერატორის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია, თუმცა აუცილებელი არ არის)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, Word) მომხმარებლის დონეზე სასურველია
** უმაღლესი განათლება.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის განვადების პირობების გაცნობა, ნივთზე ინფორმაციის მიწოდება
** მომხმარებლისთვის განვადების განაცხადის შევსება და პარტნიორ ბანკში გადაგზავნა
** გუნდური გეგმების შესრულება ყოველთვიურად
** აუცილებელ შემთხვევებში შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა.

უნარები:

** კარგი ორგანიზაციული, წერითი და ინტერპერსონალური თვისებები
** პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინურობა
** კომუნიკაბელურობა
** ინფორმაციის სწორად და ზუსტად გადამუშავება გადმოცემის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: info@helixnebulacapital.com და სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე