ინერტული მასალების წარმოების მენეჯერი - სამეგრელო-ზემო სვანეთი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინერტული მასალების წარმოების მენეჯერი - სამეგრელო-ზემო სვანეთი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 10 აგვ / ბოლო ვადა: 10 სექ
კომპანია, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სამშენებლო მასალების წარმოების სფეროში, აცხადებს ვაკანსიას ინერტული მასალების წარმოების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო ადგილი: სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი
** საჭიროების შემთხვევაში საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფა
** ავტომანქანით უზრუნველყოფა
** კონკურენტული ანაზღაურება.

სამუშაო აღწერილობა:

** სამსხვრევ-გადამამუშავებელი ქარხნის ყოველდღიური ოპერაციების დაგეგმვა, კონტროლი
** კარიერებიდან მასალების მოპოვების პროცესის მართვა, კოორდინირება
** ქარხნის მუშაობისას რისკების წინასწარმეტყველება, მართვა
** რესურსების ეფექტური გადანაწილება
** დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის მართვა
** საჭიროების შემთხვევაში მუშახელის შერჩევა
** წარმოებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი
** უსაფრთხოების ნორმების დაცულობის კონტროლი
** გარემოს დაცვითი ნორმების ცოდნა, სამუშაოების შესაბამისად წარმართვა
** საჭირო დოკუმენტაციის, რეპორტების წარმოება.

საკვალიფიკაციო უნარები:

** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ქვიშა-ღორღის წარმოების სფეროში
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე
** სამთო მოპოვების წესების ცოდნა
** აკადემიური ხარისხი სამთო გეოლოგიის ან სამშენებლო მასალების წარმოების კუთხით
** განვითარებული მენეჯერული უნარები
** ანალიტიკური აზროვნები უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი.

საკონტაქტო ელფოსტა: varp.co@client.jobs.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე