სათბურის თანამშრომელი - პოლონეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სათბურის თანამშრომელი - პოლონეთი
მომწოდებელი: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
გამოქვეყნდა: 10 აგვ / ბოლო ვადა: 10 სექ
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ახორციელებს პილოტურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეების დროებითი (6 თვემდე) ლეგალური დასაქმება პოლონეთსა და ესტონეთში. პროექტის ფარგლებში მოწოდებული ვაკანსიების შესაფერისი კანდიდატურების შერჩევას უზრუნველყოფს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). IOM ეხმარება კანდიდატს დამსაქმებელთან დაკავშირებაში, მუშაობის ნებართვის მისაღებად საჭირო პროცედურების ორგანიზებაში, მაგრამ სამუშაო ვიზის აღებასთან და მგზავრობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს თვითონ სამუშაოს მაძიებელი. IOM პერიოდულად გამოაქვეყნებს პოლონეთიდან და ესტონეთიდან მიღებულ კონკრეტულ ვაკანსიებს, სადაც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეების (შესაფერისი კანდიდატურის) დასაქმება.

ვაკანსია: სათბურის თანამშრომელი
სამუშაო ადგილი: ქალაქი სიეჩნიცე, ვროცლავის რ-ნი, ქვემო სილეზიის რეგიონი/ვოივოდი, პოლონეთი

შესასრულებელი სამუშაო: მუშაობა სათბურში (პომიდვრის მოვლა-მოყვანა თანამედროვე ტექნოლოგიით)

ძირითადი ფუნქციები: მუშაობა სუპერვაიზერის ინსტრუქციების შესაბამისად, პომიდვრის ნერგის დაკავება, ფოთლების მოცლა, ღეროების დაგრეხვა ან დამოკლება; დაზიანებული ნაყოფის მოცილება, პომიდვრის მოკრეფა და დახარისხება ზომის, ფერის, ხარისხის მიხედვით; ტრანსპორტირება (6-10 კგ ყუთების ხელით გადატანა მცირე მანძილზე); სამუშაო ადგილის დასუფთავება (დაგვა, გარეცხვა).

მუშაობის პირობები: მუშაობა მოუწევს შედარებით მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში, ასევე სიმაღლეზე (3 მეტრომდე).

სამუშაო გრაფიკი:

** კვირაში 5 დღე;
** დღეში - 8 სთ; დილის 6:00 საათიდან 14:15 საათამდე (მუშაობის გრაფიკი დამოკიდებულია ასევე ტემპერატურაზე, წლის სეზონზე და დღის ხანგრძლივობაზე)
** შესვენება - 30 წთ.
** დასვენების დღეები - 2 დღე კვირაში.

პირობები:

** დასაქმების ხანგრძლივობა: 32 თვემდე, პირველი 3 თვე - გამოსაცდელი პერიოდი.
** ანაზღაურება: 8 საათიანი მუშაობის პირობებში - 2000 პოლონური ზლოტი (დაახ. 470 ევრო (560 ESD) - დარიცხული; ხელზე ასაღები - 380 ევრო (450 USD). ანაზღაურება ხდება ნამუშევარი საათების მიხედვით.
** საცხოვრისით უზრუნველყოფა: ადგილზე უფასო საცხოვრისი (სამზარეულოთი, აბაზანით და სამრეცხაოთი თვითმომსახურებისთვის).
** ჯანდაცვის დაზღვევა: შესაძლებელია ჯგუფური დაზღვევა.

მოთხოვნები:

** ასაკი: 50 წლამდე.
** სქესი: არა აქვს მნიშვნელობა
** გამოცდილება: სათბურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** პროფესიული განათლება ამ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ. ფოსტაზე: tantadze@iom.int

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ შემდეგ ტელეფონებზე: (+995 32) 2 600 955; მობ.: 577 43 46 44
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე