შემდუღებელი - პოლონეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შემდუღებელი - პოლონეთი
მომწოდებელი: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
გამოქვეყნდა: 10 აგვ / ბოლო ვადა: 10 სექ
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ახორციელებს პილოტურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეების დროებითი (6 თვემდე) ლეგალური დასაქმება პოლონეთსა და ესტონეთში. პროექტის ფარგლებში მოწოდებული ვაკანსიების შესაფერისი კანდიდატურების შერჩევას უზრუნველყოფს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). IOM ეხმარება კანდიდატს დამსაქმებელთან დაკავშირებაში, მუშაობის ნებართვის მისაღებად საჭირო პროცედურების ორგანიზებაში, მაგრამ სამუშაო ვიზის აღებასთან და მგზავრობასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს თვითონ სამუშაოს მაძიებელი. IOM პერიოდულად გამოაქვეყნებს პოლონეთიდან და ესტონეთიდან მიღებულ კონკრეტულ ვაკანსიებს, სადაც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეების (შესაფერისი კანდიდატურის) დასაქმება.

ვაკანსია: შემდუღებელი
სამუშაო ადგილი: ქალაქი იელჩ-ლასკოვიცე (ქ. ვროცლავთან 25 კმ), ქვემო სილეზიის რეგიონი, პოლონეთი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. შემდუღებელი (პროფესიული განათლება ამ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად)
2. მუშაობის 3 წლამდე გამოცდილება
3. შედუღება ევროპული კოდებით 135, 141, 111:

** 135 (MIG და MAG ნახევრად ავტომატური შედუღება)
** 141 (GTAW და TIG) არგონით ნახევრად ავტომატური შედუღება
** 111 - ლითონის ელექტრო რკალური შედუღება (SMAW), იგივე ხელით ელექტრო-რკალური შედუღება (MMA ან MMAW).
შენიშვნა: 135 და 111 კოდით შედუღებისას მოთხოვნილია ევროპული სერტიფიკატი. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ სერტიფიკატის პოლონეთში აღება, თუკი კანდიდატი კარგად ფლობს ამგვარი შედუღების ტექნიკას და ჩააბარებს შესაბამის საკვალიფიკაციო გამოცდას.

4. ასაკი: 50 წლამდე (სასურველია)
5. უცხო ენების ცოდნა: რუსული (საშუალოდ)

დასაქმების პირობები:

** სამუშაო რეჟიმი: კვირაში 5 დღე, დღეში 8 საათი. შაბთი-კვირა სურვლის მიხედვით (დამატებითი შემოსავლის მისაღებად)
** სამუშაო დრო: მუშაობა ცვლებში: 6:00-14:00 სთ; 14:00- 22:00 სთ. 22:00 -6:00
** დასვენების დღე: 2 დღე კვირაში
** გამოსაცდელი პერიოდი: 2-4 კვირა
** შრომის ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში - დარიცხული 2000 პოლონური ზლოტი (დაახ. 470 ევრო), გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ - ხელზე ასაღები 2600 პოლონური ზლოტი (დაახ. 620 ევრო). შრომითი ხელშეკრულების შემთხვევაში ანაზღაურება ფიქსირებულია, მანდატის კონტრაქტის შემთხვევაში ანაზღაურება ხდება ნამუშევარი საათების მიხედვით.
** სამედიცინო დაზღვევა: უზრუნველყოფილია
** ხელფასის გადახდის წესი: თვეში ერთხელ (ავანსი შესაძლებელია).
** კონტრაქტის ხანგრძლივობა: 6 თვე, შემდგომში გაგრძელების პერსპექტივით 1 წლამდე და ზემოთ.
** საცხოვრებელი პირობები: საცხოვრებელი ადგილი უზრუნველყოფილია. ოთახები დაქირავებულია კერძო მესაკუთრეებისგან, 2-3 ადამიანი განთავსდება ერთ ოთახში, დასაქმებული იხდის თვეში მხოლოდ 200 PLN (დაახლოებით 48 ევრო), დანარჩენ თანხას ფარავს დამსაქმებელი.

მოთხოვნილი პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების მქონე დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ. ფოსტაზე: tantadze@iom.int

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ შემდეგ ტელეფონებზე: (+995 32) 2 600 955; მობ.: 577 43 46 44
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე