ბილინგის კოორდინატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბილინგის კოორდინატორი - ბათუმი
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 18 ივლ / ბოლო ვადა: 28 ივლ
"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს ბილინგის კოორდინატორის ვაკანსიას ბათუმში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 76 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** პაციენტთა ისტორიის დამუშავება, როგორც პროგრამულად, ასევე დოკუმენტობრივად;
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მონაცემების შეყვანა და დამუშავება მოთხოვნისამებრ;
** დაინტერესებული პირების დროულად და ამომწურავად ინფორმირება და მიმართულების მიცემა შესაბამის საკითხებზე;
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე რეაგირება, გადამისამართება ადრესატებთან და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების წარმოება მოთხოვნისამებრ;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი განათლება,
** უპირატესობა მიენიჭება ჯანდაცვის მართვის ან სამედიცინო მიმართულებით უმაღლეს განათლებას
** სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციულ-საოფისე პოზიციაზე - არანაკლებ 1 წლისა;
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 28 ივლისი, 2017 წ.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ge/career/mimdinare-vakansiebi/bilingis-koordinatori-batumi1.page

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე