მაღაზიის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მაღაზიის კონსულტანტი
მომწოდებელი: ტელეფონები ამერიკიდან
გამოქვეყნდა: 18 ივლ / ბოლო ვადა: 18 აგვ
მაღაზია "Ipage.ge - ტელეფონები ამერიკიდან" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის კონსულტანტის თანამდებობაზე.

მაღაზია მდებარეობს მეტროს სადგურ "ახმეტელის თეატრი"-ს მიმდებარედ და მომხმარებლებს სთავაზობს iPhone-ის ბრენდის მობილურ ტელეფონებსა და აქსესუარებს, ასევე, ტელეფონებთან დაკავშირებულ სერვისებს.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში შემოსული მომხმარებლების კონსულტირება მაღაზიის პროდუქციასთან დაკავშირებით;
** გაყიდვები და გაყიდული საქონლის აღრიცხვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მომხმარებლების მომსახურების ძირითადი სტანდარტების ცოდნა;
** გამართული მეტყველება;
** გაყიდვებთნ დაკავშირებული ფუნქციების (ჩეკის ამორტყმა, ინვოისის გამოწერა, გაყიდვების პროგრამაში ასახვა) მოწესრიგებულად და ორგანიზებულად წარმართვის უნარები;
** მაღაზიის კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 15:00 საათამდე ან 15:00-დან 20:00 საათამდე, შაბათი ან კვირა 11:00-დან 19:00 სთ-მდე.
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსური, საშუალოდ 400-600 ლარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@ipage.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე