ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: მედიქლაბჯორჯია
გამოქვეყნდა: 17 ივლ / ბოლო ვადა: 17 აგვ
სამედიცინო ცენტრი "მედიქლაბჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების სამსახურის მორიგე ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების სამსახურში შემოსული პაციენტების დახვედრა/დარეგისტრირება;
** დარეგისტრირებული პაციენტის შესახებ ინფორმაციის გადაცემა სამედიცინო პერსონალისთვის;
** სამედიცინო ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარი განსაზღვრული წესის შესაბამისად;
** ანგარიშფაქტურის გენერირება;
** სამედიცინო მომსახურების ანგარიშსწორება;
** პაციენტთან დაკავშირებული პრობლემური სიტუაციების მართვა;
** ადმინისტრაციის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება;

განათლება და გამოცდილება:

** მომსახურების სფეროში მინიუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** კომუნიკაბელური;
** ორგანიზებული და პუნქტუალური;
** გამართული მეტყველება;
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდური

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV სურათთან ერთად) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@mediclubgeorgia.ge 2017 წლის 17 აგვისტომდე, ხოლო სათაურის გრაფაში (Subject) გთხოვთ მიუთითოთ "ადმინისტრატორი". სხვა შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე