Excel-ის ტრენერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: Excel-ის ტრენერი
მომწოდებელი: IT Academy STEP
გამოქვეყნდა: 17 ივლ / ბოლო ვადა: 28 ივლ
"აიტი აკადემია სტეპი" აცხადებს ვაკანსიას Excel-ის ტრენერის პოზიციაზე.

აიტი აკადემია სტეპი არის საერთაშორისო აკადემია ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალიზაციით. აკადემია არსებობს 1999 წლიდან და ამჟამად მსოფლიოს 17 ქვეყანაში 44-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://www.itstep.ge

ფუნქციები და მოვალეობები:

** ლექციის წინასწარ დაგეგმვა და მომზადება
** საგანმანათლებლო მასალის მიწოდება და გავრცელება
** პრაქტიკული დავალებების შექმნა, გადაგზავნა და კონტროლი
** თემატიკიდან გამომდინარე საჭირო პრეზენტაციების გაკეთება და დამატებითი მასალების მოძიება/გადაგზავნა სტუდენტებისთვის

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** სიღრმისეული განათლება საოფისე პროგრამებში(Excel-თან მუშაობის გამოცდილება)
** სასწავლო პროცესის შესწავლის, შეფასების და მართვის უნარი;
** სასწავლო მასალის შინაარსზე მუშაობის უნარი;
** საკუთარი ემოციური მდგომარეობის მართვის უნარი.
** კომუნიკაბელური
** პასუხისმგებლიანი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი CV მეილზე hr@itstep.ge და ასევე, subject-ში დააკონკრეტეთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 28 ივლისი.

გისურვებთ წარმატებებს!

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე