სესხის ოფიცერი - ხობი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სესხის ოფიცერი - ხობი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 17 ივლ / ბოლო ვადა: 31 ივლ
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას სესხის ოფიცრის თანამდებობაზე ხობის ფილიალში.

"კრისტალი" ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ემსახურება 60 000-ზე მეტ კლიენტურას და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში, 40 ფილიალისა და 12 სერვისცენტრის მეშვეობით.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით
** საბონუსე სისტემას
** პრემიალურ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** დეკრეტული შვებულების ნაწილობრივ ანაზღაურებას
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** საუკეთესო სამუშაო პირობებს.

ძირითადი მოვალეობები:

** მიკრო-სესხების, მათ შორის აგრო, ბიზნეს და სამომხმარებლო სესხების გაცემა;
** აქტიური მარკეტინგული საქმიანობა, კლიენტთა მოძიება;
** საკრედიტო პორტფელის ხარისხიანი, ოპერატიული და ეფექტური მართვა;
** კლიენტთა სრული მომსახურება ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად;
** ბიზნეს აპლიკაციების შესწავლა-დამუშავება, დეტალური გამოკვლევა და ანალიზი;
** დაგვიანებულ და პრობლემურ სესხებთან განსაკუთრებული მუშაობა;
** დეტალური ანგარიშგება გაწეული საქმიანობის შესახებ.

"კრისტალი" ეძებს მათ, ვინც არის:

** მიზანდასახული და ენერგიული
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარის მქონე

და ვისაც აქვს:

** სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა)
** საშუალო ან პროფესიული განათლება.

დაინტერესებულ პირებს 2017 წლის 31 ივლისის 17:00 საათამდე შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა: http://goo.gl/forms/5tSIsgnQAE

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე