კვების დეპარტამენტის სერვის მენეჯერი - ბაკურიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კვების დეპარტამენტის სერვის მენეჯერი - ბაკურიანი
მომწოდებელი: სასტუმრო კრისტალი
გამოქვეყნდა: 17 ივლ / ბოლო ვადა: 30 ივლ
4* სასტუმრო "კრისტალი" ბაკურიანში, მაღალი ხარისხით და შესაბამისი სტანდარტებით, იწვევს დასაქმების მსურველებს სხვადასხვა პოზიციებზე.

სასტუმრო "კრისტალი" დაარსდა 2009 წელს. დღეის მდგომარეობით ის მოიცავს ორ სასტუმრო კომპლექსს და კოტეჯების სტილის საცხოვრებელ აპარტამენტებს. სასტუმრო კომპლექსი გამოირჩევა საუკეთესო ადგილმდებარეობით, დახვეწილი დიზაინით და უმაღლესი ხარისხის მომსახურებით. კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე და თანამშრომელთა კეთილდღეობაზე.

პოზიცია: კვების დეპარტამენტის სერვის მენეჯერი
მდებარეობა: ბაკურიანი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 30-დან 45 წლამდე.
** სქესი: არ არის შეზღუდული
** უმაღლესი სრული ან არასრული განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; სარესტორნე ბიზნესში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კვების დეპარტამენტის მომსახურების ხარისხის სტანდარტების შემუშავება, დანერგვა და კონტროლი
** კლიენტების კმაყოფილება-უკმაყოფილების მონიტორინგი
** ინოვაციების დანერგვა
** რეკრუტინგი
** სასაქონლო-მატერიალური მარაგების კონტროლი (დარბაზებში)
** მონაწილეობა სხვადასხვა სახის ღონისძიებების ორგანიზებაში.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა
** სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირება და გადაწყვეტილების მიღება
** გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კონფლიქტების მართვის უნარი
** ცვლილებებისადმი მზაობა.

დამატებითი პირობა: საცხოვრებლით, ტრანსპორტირებით და კვებით უზრუნველყოფა.
სამუშაო პირობა: სრული განაკვეთი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: hr@hotelcrystal.ge და ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 30 ივლისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე