გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო City Center
გამოქვეყნდა: 17 ივლ / ბოლო ვადა: 17 აგვ
კომპანია "სითი გრუპი", რომელიც აერთიანებს სასტუმროებს "City Avenue" და "City Center" განაგრძობს ზრდას და გაფართოებას საქართველოს მასშტაბით.

"სითი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
** სასტუმროში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა;
** სასურველია სასტუმროს მართვის პროგრამის (Opera/Fidelio) ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ორგანიზებული, კრეატიული და შედეგზე ორიენტირებული;
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი და ლიდერული თვისებები;

მოვალეობები:

** სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** სოციალური ქსელების მართვა;
** კრეატიული პროექტების მოფიქრება და განხორციელება;
** სარეკლამო კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმართვა;
** პარტნიორ კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** ბაზრის შესწავლა და შედეგების ანალიზი;
** კორპორატიული მიმართულებით სხვადასხვა ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და დაინტერესება;
** მუდმივი ორიენტირება ბრენდის წარმოჩენასა და ახალი მომხმარებლების მოძიებაზე;
** ჩვენ გთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურებას, ბონუსს და დაზღვევას.

დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილება შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ CV, ფოტოსურათით, მისამართზე: vacancy@cityavenue.ge 2017 წლის 17 აგვისტომდე. წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი".

"სითი გრუპის" სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: City Avenue და City Center

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე