ელ.კომერციის განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ელ.კომერციის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: უნიფეი
გამოქვეყნდა: 17 ივლ / ბოლო ვადა: 17 აგვ
კომპანია "უნიფეი" აცხადებს ვაკანსიას ელ.კომერციის განვითარების მენეჯერის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ:

"უნიფეი" - ეს არის ელექტრონული საფულე, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ გააგზავნოს, გადაიხადოს და მიიღოს თანხა ინტერნეტში.

ძირითადი მოთხოვნები:

განათლება: ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი.

ენები:

** ინგლისური - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი.

უნარები:

** დროის მართვა;
** კომუნიკაბელურობა; გამართულად მეტყველების უნარი;
** წერითი კომუნიკაცია;
** პრეზენტაციის უნარი;
** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

მოთხოვნები:

** სასურველია გამოცდილება payment-ების კუთხით ელ. კომერციაში;
** გამოცდილება ელ-კომერციის ვებ პროექტების ან აპლიკაციების განვითარების კუთხით.
** პროექტების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაოს აღწერა:

** ბაზარზე მიმდინარე პროცესის შესწავლა-ანალიზი;
** მოლაპარაკებების წარმართვა კლიენტებთან და შეთავაზების გაკეთება;
** გაყიდვების ალტერნატიული არხების განვითარების გეგმის შემუშავება;
** ახალი პროექტების ინიცირება;
** პროექტის განვითარების ციკლის ხელმძღვანელობა და მიმდინარე ამოცანების შესრულების უზრუნველყოფა;
** დასახული გეგმების მისაღწევად საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა;
** მუშაობის დროს დაფიქსირებული პრობლემების თავმოყრა, ანალიზი და ბანკის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ჩართვა პრობლემების აღმოფხვრის მიზნით.

დამატებითი ინფორმაცია:

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: შეთანხმებით.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე: hr@unipay.ge

თქვენ ასევე შეგიძლიათ კომპანიის შესახებ ინფორმაციის მიღება ჩვენს ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.unipay.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე