ქოლ-ცენტრის ჯგუფის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქოლ-ცენტრის ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: პრობლემური სესხების მართვის კომპანია
გამოქვეყნდა: 17 ივლ / ბოლო ვადა: 17 აგვ
პრობლემური სესხების კომპანია "PLM Company" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00.
ანაზღაურება: ფიქსირებული 300 ლარი (ხელზე ასაღები), ასევე ჯგუფის ბონუსი, პირადი გამომუშავებული ბონუსი (გათვალისწინებულია დამატებითი წამახალისებელი პრემიები).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პრობლემური სასესხო აქტივების მართვის გამოცდილება (აუცილებელი მოთხოვნა).
** უმაღლესი (არასრული) განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განხრით).
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel).

სამუშაოს აღწერილობა:

** პრობლემური სესხების მართვის ოფიცრების ჯგუფის ჩამოყალიბება და მართვა;
** პრობლემური აქტივების მართვა;
** მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის ანალიზი და დამუშავება;
** პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა, მათი მოძიება საერთო ბაზებში, მათთან მოლაპარაკების წარმოება, ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა;
** როგორც საკუთარი, ასევე დაქვემდებარებული აგენტების პორტფელის სისტემატიური მონიტორინგი.
** ყოველდღიური რეპორტინგი.

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება და ინტუიცია;
** პრინციპულობა;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანდასახულობა და განვითარების სურვილი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: r.kiknadze.plmcompany@gmail.com და აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე