აღრიცხვის ავტომატიზაციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აღრიცხვის ავტომატიზაციის მენეჯერი
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 17 ივლ / ბოლო ვადა: 28 ივლ
სს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას აღრიცხვის ავტომატიზაციის მენეჯერის თანამდებობაზე.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის/ბიზნესის ან შესატყვისი განხრით)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება საბანკო სტრუქტურაში ან საფინანსო ინსტიტუტში;
** Microsoft SQL ენის ცოდნა და ამ ენაზე სკრიპტების წერის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა- MS Word / MS Excel;
** სხარტი, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** თვით-მოტივირებულობა, მზადყოფნა რთული სამუშაოს შესრულებისა და მუდმივი წინსვლისათვის;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ენები: რუსული, ინგლისური;

სამუშაო მოვალეობები:

** ბანკში მოქმედი სააღრიცხვო სისტემის მოწესრიგების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ახალი პროდუქტების, პროცესების ან ცალკეული ოპერაციების ასახვის მიზნით შესაბამისი სააღრიცხვო სქემების ჩამოყალიბება;
** აღრიცხვის პროცესში ჩაბმული ყველა სტრუქტურული ერთეულისთვის მონაცემთა ასახვის ნორმატიული დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობა;
** მონაცემთა ბაზებში ასახული ინფორმაციის მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება და მისი საშუალებით სააღრიცხვო პროცესის მუდმივი კონტროლი;
** მოქმედი სააღრიცხვო სქემის ამსახველი ტექნიკური აღწერილობების სისტემის შექმნა;
** ანგარიშგების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ცალკეული პროგრამების მონაცემთა ბაზებში არსებული უზუსტობების მუდმივი ძიება და მათი გამოსწორების უზრუნველყოფა;
** არსებული და ახალი ანალიტიკური და საანგარიშგებო ფორმების მაქსიმალური ავტომატიზაციის პროცესში მონაწილეობა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV/სააპლიკაციო ფორმა და ფოტოსურათი (3X4) შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2017 წლის 28 ივლისი.

შენიშვნა: გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის კოდი 1736 და კანდიდატის სახელი და გვარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე