ტესტირების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტესტირების სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯორჯიან ქარდი
გამოქვეყნდა: 17 ივლ / ბოლო ვადა: 5 აგვ
სს "ჯორჯიან ქარდი" აცხადებს ვაკანსიას ტესტირების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** ტესტირებისა და ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილებისთვის განსაზღვრული ყოველდღიური საქმიანობის წარმოება შიდა ინსტრუქციებისა და პროცედურების შესაბამისად;
** კლიენტების მიერ მოთხოვნილი სერვისების, ახალი პროდუქტების ტესტირების პროცესის უზრუნველყოფა;
** საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ბიზნეს აპლიკაციების ან/და მათი ცალკეული ელემენტების ტესტირება;
** კომპანიის აქტიური აპლიკაციების ვენდორებთან კორესპონდენციის წარმოება ტექნიკური საკითხების მოკვლევა-მოგვარების მიზნით;
** ტესტირებისთვის საჭირო საშუალებების, check-list-ების, ტესტირებების სცენარების შექმნა, გამოყენება და ტესტირება საერთაშორის პრაქტიკისა და კომპანიის პოლიტიკების შესაბამისად.
** ძირითადი საპროცესინგო აპლიკაციისა და პერიფერიული მოწყობილობებისა და მათი პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება რეალურ გარემოში დანერგვისთვის;
** შესაბამისი ანგარიშგების მომზადება ცენტრის უფროსისთვის და მენეჯმენტისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
** MS Office პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** გუნდური მუშაობის, გამართული კომუნიკაციის, ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარი.

კვალიფიციურ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ სამოტივაციო წერილი და CV 2017 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: gcjobs@gc.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე