ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯორჯიან ქარდი
გამოქვეყნდა: 17 ივლ / ბოლო ვადა: 5 აგვ
სს "ჯორჯიან ქარდი" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტური მართვა ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
** IT უსაფრთხოების რისკების და ინციდენტების იდენტიფიცირება, ანალიზი და მართვა;
** IT უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი პოლიტიკების, სტანდარტების, წესების, ინსტრუქციების, პროცედურებისა და სხვა დოკუმენტების შემუშავება, პერიოდული განახლება და მათი შესრულების მონიტორინგი
** ინფორმაციის კლასიფიკაცია - ინფორმაციული აქტივების სეგმენტაცია კონფიდენციალობის ხარისხის მიხედვით;
** მიმდინარე პროექტებში ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრა და შესაბამისი რეკომენდაციების გაწევა;
** ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების შესწავლა, შერჩევა და დანერგვაში მონაწილეობა;
** კომპანიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო თანამშრომლობით ბიზნეს უწყვეტობის გეგმის შემუშავება და მისი პერიოდული ტესტირება
** უსაფრთხოების და ლოგების მონიტორინგის სისტემების ადმინისტრირება
** ლოგების ანალიზი და მონიტორინგი, პერიოდული ანგარიშის მომზადება და შესაბამისი პირებისთვის მიწოდება
** კომპანიის თანამშრომელთათვის ზოგადი IT უსაფრთხოების, კიბერ უსაფრთხოებისა და ინფორმაციის დაცვის საფუძვლებში ტრენინგის ჩატარება
** კომპანიის ფიზიკური უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავება, განახლება, შესაბამისი სისტემების დანერგვა და მონიტორინგი
** ინფორმაციულ და სისტემურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების მართვა, მათ შორის მათი იდენტიფიცირება, მიზეზის დადგენა და აღმოფხვრა დადგენილი პროცედურის მიხედვით და საჭიროებისამებრ, ინციდენტის მართვის პოლიტიკაში შესაბამისი ცვლილების შეტანა მენეჯმენტთან შეთანხმებით.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კომპიუტერული ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით
** Microsoft Windows Server და  Linux OS-ის ადმინისტრირების საბაზისო ცოდნა
** ლოგების ანალიტიკის უნარი.

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც გააჩნიათ შემდეგი პროდუქტების საბაზისო ცოდნა ან მათთან მუშაობის გამოცდილება:

** SIEM სისტემებთან  მუშაობის გამოცდილება
** FIM  სერვისთან მუშაობის გამოცდილება
** WAF-თან მუშაობის გამოცდილება
** IDS/IPS სისტემასთან სამუშაო გამოცდილება
** ფიზიკურ და ვირტუალურ Firewall-ებთან მუშაობის გამოცდილება
** ანტივირუსულ პროგრამებთან  ადმინისტრირების კუთხით მუშაობის გამოცდილება
** Microsoft PKI-სერვისთან   მუშაობის გამოცდილება
** Microsoft PowerShell-თან მუშაობის გამოცდილება.

კვალიფიციურ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ სამოტივაციო წერილი და CV 2017 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: gcjobs@gc.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე