საოპერაციო რისკების მართვის ჯგუფის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საოპერაციო რისკების მართვის ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: ჯორჯიან ქარდი
გამოქვეყნდა: 17 ივლ / ბოლო ვადა: 5 აგვ
სს "ჯორჯიან ქარდი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო რისკების მართვის ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** საოპერაციო რისკების პოლიტიკის დაცვა, მისი განვითარება და განხორციელება კომპანიაში
** საოპერაციო რისკების მართვის პროცესის ფორმირება
** საოპერაციო რისკების პრინციპების განსაზღვრა, რომლებიც ეფუძნება საერთაშორისო ინსტიტუტების სტანდარტებსა და რეკომენდაციებს
** საოპერაციო რისკების შეფასება და იდენტიფიკაცია ახალი ბიზნეს პროცესების, პროდუქტების, სისტემებისა და არსებული ბიზნეს პროცესების ცვლილებებისა და გაუქმებების პროექტების ფარგლებში;
** საოპერაციო რისკების ინდიკატორების (KRI) განსაზღვრა
** საოპერაციო რისკების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით თანამშრომელთა ტრენინგის უზრუნველყოფა
** საოპერაციო ინციდენტების და დანაკარგების შესახებ პერიოდული ანგარიშგების მომზადება კომპანიის მენეჯმენტისთვის
** საოპერაციო რისკების მართვა, შეფასება და მინიმუმამდე დაყვანასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება, საჭიროებისამებრ.
** საოპერაციო რისკების მართვის პროცედურებისა და პოლიტიკის განვითარება და დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბანკო, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ბიზნესის სფეროში
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო ან ფინანსურ ინსტიტუტებში, შესაბამისი ტექნიკური და რისკების მართვის მიმართულებით
** უპირატესობა მიენიჭებათ საოპერაციო რისკების მართვის გამოცდილების მქონე კანდიდატებს
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** MS Office პროგრამების კარგად ფლობა
** სხვადასხვა ანგარიშგების მომზადების უნარი
** პრობლემის იდენტიფიკაციის, ანალიზისა და გადაწყვეტილების მოძიების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის და გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

კვალიფიციურ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ სამოტივაციო წერილი და CV 2017 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: gcjobs@gc.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე