ციფრული მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ციფრული მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: Zoommer
გამოქვეყნდა: 17 ივლ / ბოლო ვადა: 25 ივლ
ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** Facebook-ის, ინსტაგრამის, იუთუბისა და სხვა სოციალური ქსელების არხების მართვა;
** სოციალური არხებისთვის კონტენტის შექმნა;
** საკომუნიკაციო გეგმის შესაბამისად კონტენტის შექმნა და განთავსება
** აქტივობების მოფიქრება, დაგეგმვა, იმპლემენტაცია;
** ციფრული მედიის არხებში კამპანიების დაგეგმვა და განთავსება;
** ბრენდის მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა და ანალიზი
** ინსაიტების ანალიტიკა;
** რეპორტინგი;
** Facebook-სა და Google-ზე რეკლამის განთავსების დაგეგმარება და მართვა.
** დიზაინერთან მჭიდრო თანამშრომლობა (ვებ ბანერებისა და ფეისბუქის ჰედერისა და ბანერების დამზადება)
** სხვადასხვა საიტებზე ვებ-ბანერებისა და ფრეროლების განთავსების მართვა და მონიტორინგი;
** ტექნოლოგიების შესახებ სიახლეების მუდმივად გაცნობა
** ვებ გვერდის მონიტორინგი, აქციების დროული განთავსება, პრობლემების გამოსწორებაზე ზრუნვა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მინ. 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა.
** Facebook-ის გვერდის მართვის საფუძვლები.
** Facebook-სარეკლამო კამპანიის მართვის საფუძვლები.
** Google-ს სარეკლამო პროდუქტების მართვის საფუძვლები.

დამატებითი მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა;
** კრეატიულობა;
** ანალიტიკური უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დავალებების სწორად აღქმის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: vacancy.marketing@zoommer.ge და ელფოსტის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადაა 25 ივლისი, 2017 წ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე