საქონლისა და რეალიზაციის ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საქონლისა და რეალიზაციის ოპერატორი - ბათუმი
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 15 ივლ / ბოლო ვადა: 14 აგვ
"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" ("კარფური") ქალაქ ბათუმში ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით, მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია საქონლისა და რეალიზაციის ოპერატორის (stocker) პოზიციაზე.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი" ერთ-ერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი" წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 33 000 თანამშრომელი. "მაჯიდ ალ ფუტაიმ" საცალო გაყიდვები მართავს კარფურის ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდლოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი", როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" ("კარფური") გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას საქონლისა და რეალიზაციის ოპერატორის (stocker) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის თაროებზე განთავსება როგორც სავაჭრო დარბაზში, ასევე საწყობში;
** თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და არასაჭირო პროდუქციისგან გათავისუფლება;
** ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება.

მოთხოვნები:

** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი;
** თავაზიანი მომსახურების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com არა უგვიანეს 2017 წლის 14 აგვისტოსი. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საქონლისა და რეალიზაციის ოპერატორი ბათუმში", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე