ყასაბი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ყასაბი - ბათუმი
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 15 ივლ / ბოლო ვადა: 14 აგვ
"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" ("კარფური") მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია ყასაბის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი" ერთ-ერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი" წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 33 000 თანამშრომელი. "მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები" მართავს "კარფურის" ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდლოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ კარფური", როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" ("კარფური") გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას ყასაბის პოზიციაზე.

სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის, დაინტერესებულ და მოტივირებულ კანდიდატებს კომპანია შესაძლებლობას აძლევს ადგილზე დაეუფლონ ახალ პროფესიას.

მოთხოვნები:

** ჰიგიენის ნორმების მკაცრად დაცვა;
** კლიენტთა მომსახურების კარგი უნარ-ჩვევები;
** შრომისმოყვარეობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ქართული ენის ფლობა; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** მზადყოფნა იმუშაოს დაბალი ტემპერატურის პირობებში.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
** სხვადასხვა სახეობის ხორცის დამუშავება, დაჭრა და დახლზე განსათავსებლად მომზადება;
** ხორცისგან სხვადასხვა სახის მზა პროდუქციის მომზადება;
** პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი;
** დაფასოებულ პროდუქციაზე საფასო იარლიყების კონტროლი;
** დახლებზე საჭირო რაოდენობის პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა, ხარისხის და ჰიგიენის ნორმების სრული დაცვით დაცვით.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com არაუგვიანეს 2017 წლის 14 აგვისტოსი. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ "ყასაბი - ბათუმი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე