მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 15 ივლ / ბოლო ვადა: 5 აგვ
ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტვირთების გადაზიდვა მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანის მეშვეობით;
** შიდა შესყიდვების განხორციელების ორგანიზება.

პროფესიული ცოდნა და კომპეტენციები:

** აუცილებელია B და C კატეგორიის მართვის მოწმობა;
** აუცილებელია მძღოლის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** თბილისის ქუჩებისა და უბნების კარგად ცოდნა;
** ქართული ენის ცოდნა ზედმიწევნით კარგად, რუსულის ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;

პიროვნული თვისებები:

** მოწესრიგებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა.
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@tegetamotors.ge არაუგვიანეს 2017 წლის 5 აგვისტოსა.

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გაცნობებთ, რომ შევსებული ანკეტა ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე