გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბელ მეზონი
გამოქვეყნდა: 15 ივლ / ბოლო ვადა: 15 აგვ
მულტი-ბრენდული შოურუმი "ბელ მეზონ"-ი (http://bellemaison.ge/) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაფიო მოთხოვნები და უნარები, რომელსაც კანდიდატი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს:

** სახლის მოწყობისთვის საჭირო პროდუქციის გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 2 წელი;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, სასაუბრო დონეზე კი - რუსულსა და ინგლისურ ენებზე;
** საოფიესე პროგრამების MS Office-ს კარგად ცოდნა;
** გაყიდვების ტექნიკების, სპეციფიკისა და სამომხმარებლო/მსყიდველობით ჩვევების კარგად ცოდნა;
** მომხმარებლების მოთხოვნებისა და შესაძლებლობების ანალიზი და მათთვის ოპტიმალური ვარიანტის, გადაწყვეტის შეთავაზების უნარი.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** დაკვირვებული და სხარტად მოაზროვნე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მუდმივი მუშაობა მომხმარებელთან, მათი ეფექტიანი და თავაზიანი მომსახურება;
** მაღაზიაში წარმოდგენილი ბრენდებისა და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მყიდველთათვის კვალიფიციური დახმარების გაწევა პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
** რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ორიენტირებულობა.

პირობები:

** ანაზღაურება: 700 ლარი + ბონუსები;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა და დაწინაურების პერსპექტივა;
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო დღეების რაოდენობა: ექვსი
** სამუშაო საათები: 10:00-19:00.
** გამოსაცდელი ვადა: ორი თვე (ანაზღაურებადი).

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: თბილისი, თორნიკე ერისთავის ქ. 2
ვებ-გვერდი: www.bellemaison.ge | www.facebook.com/bellemaisontbilisi | www.facebook.com/VilleroyandBochGeorgia

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: gwantsa.alughishvili@decorum.ge

კანდიდატები გაივლიან რამდენიმე ეტაპიან გასაუბრებას.

სავალდებულოა:

** CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე; "subject"-ში მიუთითეთ "გაყიდვების მენეჯერის" პოზიცია.
** გაითვალისწინეთ, რომ ფოტოსურათის გარეშე გამოგზავნილი CV არ დაექვემდებარება განხილვას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე