სატელეფონო ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სატელეფონო ოპერატორი
მომწოდებელი: Global Beer Georgia
გამოქვეყნდა: 14 ივლ / ბოლო ვადა: 14 აგვ
"გლობალ ბიერ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

"Global Beer Georgia" ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშეა და აქტიურად ოპერირებს 2017 წლიდან. კომპანია თავად წარმართავს სრულ პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. GBG, როგორც "ჰეინეკენის" ოფიციალური პარტნიორი რეგიონში, მიზნად ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანას ისახავს.

ამ დინამიურ და სწარაფ განვითარებად სფეროში, სწორი პოზიციონირება და დაგეგმვა, ბიზნესის წარმატების მთავარი წინაპირობაა. ჩვენი განვითარება დიდწილადაა დამოკიდებული პროფესიონალთა იმ გუნდზე, რომელიც GBG-ში არის გაერთიანებული. ჩვენ გვჯერა ჩვენი გუნდის და ყოველთვის მზად ვართ ის ახალი ენერგიით შევავსოთ - სწორედ ეს შეიძლება გახდეს თქვენი შანსი.

თუ ეძებთ სრულფასოვან კარიერას და სურვილი გაქვთ თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე GBG-ში, ჩვენ შეიძლება სწორედ თქვენ გეძებდეთ.

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო ზარების განხორციელება;
** სატელეფონო ზარების საშუალებით შეკვეთების მიღება/დაფიქსირება;
** დაინტერესებული პირებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოცემული სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული მეტყველება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** ოპერატიულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com და ელ. წერილის სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე