ღამის ცვლის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ღამის ცვლის კონსულტანტი
მომწოდებელი: შენი მარკეტი
გამოქვეყნდა: 14 ივლ / ბოლო ვადა: 13 აგვ
კომპანია "შენი მარკეტი" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის კონსულტანტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა მომსახურების სტანდარტების დაცვით და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის საფუძვლიანი შესწავლა;
** გაყიდული პროდუქციის სანაცვლოდ თაროების დროულად შევსება;
** ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება;
** მიმდინარე ფასდაკლებებისა და ღონისძიებების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით.

თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

მოთხოვნები:

** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი;
** გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, პუნქტუალურობა;
** ეფექტური კომუნიკაციის და მომსახურების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

სამუშაო პირობები:

გრაფიკი: 22:00-09:00;
სამუშაო ცვლების რაოდენობა: თვეში 15 ცვლა (დღეგამოშვებით);
ხელზე ასაღები თანხა: 16 ლარი ცვლაში.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV თანდართული ფოტოსურათით, ელ. მისამართზე: shenimarketi1@gmail.com არაუგვიანეს 2017 წლის 13 აგვისტოსი. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება - "ღამის ცვლის კონსულტანტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე