სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: Liv Hospital
გამოქვეყნდა: 14 ივლ / ბოლო ვადა: 25 აგვ
"Liv Hospital-ის სხივური მედიცინის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. რეგისტრატორი

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
** ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარგანსაზღვრული წესის შესაბამისად;
** პაციენტის ბარათის შევსება ყველა საჭირო ინფორმაციის მიხედვით;
** დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
** გახსნილი ამბულატორიული ბარათების რეგისტრაციის არქივში დაარქივება და საჭიროების შემთხვევაში მათი პაციენტისთვის მოძიება;
** პაციენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შემთხვევაში, ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება და შესაბამისად მიწოდება;
** მომსახურების დროს შეფერხების არსებობის შემთხვევაში პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** პრობლემური სიტუაციების მართვა (უკმაყოფილო პაციენტების მოსმენა, დამშვიდება და უმართავი, მოუგვარებელი სიტუაციის შემთხვევაში პაციენტის მომსახურების დარბაზიდან გაყვანა/მორიდება და უშუალო უფროსის ან კლინიკის მენეჯერის სწრაფი ინფორმირება;
** უკმაყოფილო პაციენტებისათვის რეკლამაციების ფორმების შევსების უზრუნველყოფა, ფორმების უშუალო უფროსისათვის და/ან პასუხისმგებელი თანამშრომლისათვის გადაცემა;
** დღის ბოლოს პროგრამაში ყველა განხორციელებული რეგისტრაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედარება.
** სხვა ფუნქცია-მოვალეობები უშუალო უფროსისა და კლინიკის მენეჯერის დავალების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით);
** ჯანდაცვის საინფორმაციო პორტალთან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ ერთი წლისა (უპირატესად მომსახურების სფეროში, ფრონტ ოფისში მუშაობის გამოცდილება)
** MS Office საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი

შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტრენინგებს კლინიკის შიდა პროგრამასთან დაკავშირებით. საუკეთესოები კი დასაქმდებიან რეგისტრატორის პოზიციაზე.

2. დარბაზის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული პაციენტების საჭიროებების დადგენა
** პაციენტების გადამისამართება კლინიკის რეგისტრატურაში
** რიგის კონტროლი
** მკურნალობის პროცესში მყოფი პაციენტების მოსვლის შეტყობინება შესაბამისი განყოფილებისთვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი

3. სტაჟირება/არქივარიუსი

** სამედიცინო დოკუმენტების აღრიცხვა და კლასიფიკაცია
** დოკუმენტების და საქმეების მოწესრიგება და განლაგება დადგენილი წესით
** არქივში უსაფრთხოების ნორმების და სტანდარტების დაცვა
** უშუალო ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებების შესრულება

სტაჟირების გავლა შეუძლიათ როგორც სტუდენტებს, ისე კურსდამთავრებულებს.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი

დამატებითი ინფორმაცია:

** რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
** შერჩეული კანდიდატები საწყის ეტაპზე გაივლიან სტაჟირებას, ტრენინგების სახით, რომელიც მოიცავს როგორც თეორიული ცოდნის მიღებას, ისე პრაქტიკულ სამუშაოებს.
** საუკეთესო კანდიდატები კი დასაქმდებიან Liv Hospital-ის სხივური მედიცინის ცენტრში.

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: info@rmc.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 25 აგვისტო.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე