ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო City Center
გამოქვეყნდა: 14 ივლ / ბოლო ვადა: 14 აგვ
კომპანია "სითი გრუპი", რომელიც აერთიანებს სასტუმროებს "City Avenue" და "City Center" განაგრძობს ზრდას და გაფართოებას საქართველოს მასშტაბით.

პრემიუმ კლასის სასტუმრო "City Center", მდებარე თბილისის ისტორიულ ცენტრში, აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
** აუცილებელია სასტუმროს მართვის პროგრამის (Fidelio/ Opera) ცოდნა;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** კომუნიკაბელური, არაკონფლიქტური, პრეზენტაბელური;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი.

მოვალეობები:

** სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება - განთავსება, გასტუმრება და ანგარიშსწორება;
** ჯავშნების პროგრამულად ასახვა, ეფექტურად გადანაწილება და კონტროლი;
** სტუმრებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის წარმართვა, პრობლემებზე დროული რეაგირება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება ან საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება;
** სასტუმროს შიდა ინფორმაციული სისტემის განახლება ;
** საბუთების მართვა და ხელმძღვანელობისთვის გადაბარება;
** ყოველი სამუშაო დღის ბოლოს რეპორტის წარმოება და მენეჯმენტისთვის მიწოდება;
** მეგობრული და ეფექტური სერვისის შეთავაზება სტუმრებისთვის;
** მენეჯერის დავალებების შესრულება.

ჩვენ გთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურებას, ბონუსს და დაზღვევას.

დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილება შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ CV, ფოტოსურათით, მისამართზე: vacancy@cityavenue.ge 2017 წლის 14 აგვისტომდე. წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ადმინისტრატორი".

"სითი გრუპის" სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: City Avenue და City Center

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე