საინფორმაციო სამსახურის ტექნიკური ჯგუფის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საინფორმაციო სამსახურის ტექნიკური ჯგუფის ოპერატორი
მომწოდებელი: ახალი ქსელები
გამოქვეყნდა: 14 ივლ / ბოლო ვადა: 14 აგვ
შპს "ახალი ქსელები" წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კერძო ოპერატორს საქართველოში. იგი თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან. კომპანია დაარსდა 1996 წლის 2 აგვისტოს. მისი ძირითადი პრიორიტეტია მომხმარებელს მიაწოდოს კავშირის მაღალი ხარისხი და მომსახურების ფართო სპექტრი.

შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო სამსახურის ტექნიკურ ჯგუფში ოპერატორის პოზიციაზე თბილისის ფილიალში.

მოვალეობები:

** აბონენტის სატელეფონო ზარის მიღება და ტექნიკური დახმარების გაწევა;
** კომპანიის ინტერნეტ და ტელეფონის სერვისების პირველადი ტექნიკური დახმარება, დიაგნოსტიკა და რეაგირება;
** აბონენტების კონსულტირება კომპანიის სერვისებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებზე;
** გამავალი ზარის განხორციელება მომსახურების სრულყოფის მიზნით;
** მომხმარებლისათვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა;
** კონსულტაციის გაწევა პროდუქტების და მომსახურების პირობებზე, ვადებზე, ტარიფებზე და სხვა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** DSL, ETTH, FTTH, IPTV და VoIP ტექნოლოგიების და თითოეულის მომსახურების წესის ცოდნა;
** დაკვირვებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების სასურველია;

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის უნარი;
** გამართულად მეტყველება;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@ak.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიისა დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე