საინფორმაციო სამსახურის საინფორმაციო ჯგუფის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საინფორმაციო სამსახურის საინფორმაციო ჯგუფის ოპერატორი
მომწოდებელი: ახალი ქსელები
გამოქვეყნდა: 14 ივლ / ბოლო ვადა: 14 აგვ
შპს "ახალი ქსელები" წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კერძო ოპერატორს საქართველოში. იგი თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან. კომპანია დაარსდა 1996 წლის 2 აგვისტოს. მისი ძირითადი პრიორიტეტია მომხმარებელს მიაწოდოს კავშირის მაღალი ხარისხი და მომსახურების ფართო სპექტრი.

შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო სამსახურის საინფორმაციო ჯგუფის ოპერატორის პოზიციაზე თბილისის ფილიალში.

მოვალეობები:

** შემოსული ზარების მიღება და ზარის შინაარსიდან გამომდინარე შესაბამისის რეაგირება;
** კლიენტის მომსახურეობა კომპეტენციის ფარგლებში;
** კლიენტის პრობლემებზე და სხვა საკითხებზე დროული რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;
** ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე გამავალი ზარების განხორციელება;
** მომხმარებლისათვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა;
** კონსულტაციის გაწევა პროდუქტების და მომსახურების პირობებზე, ვადებზე, ტარიფებზე და სხვა.

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი (ნებისმიერი პროფილით);
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასურველია;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის უნარი;
** გამართულად მეტყველება;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@ak.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიისა დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე