პასიური ქსელის ინფრასტრუქტურის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პასიური ქსელის ინფრასტრუქტურის მენეჯერი
მომწოდებელი: ორიენტ ლოჯიკი
გამოქვეყნდა: 14 ივლ / ბოლო ვადა: 14 აგვ
"ორიენტ ლოჯიკი" აცხადებს ვაკანსიას პასიური ქსელის ინფრასტრუქტურის მენეჯერის თანამდებობაზე.

პასუხისმგებლობა:

** პასიური ქსელის დიზაინი, დაგეგმარება.
** კლიენტის მოთხოვნების გაგება და შესაბამისი ტექნიკური შეთავაზების მომზადება
** კლიენტთან პროექტის შესრულების ვადების და დეტალების შეთანხმება
** მწარმოებლებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობა
** კონკურენტული ტექნიკური წინადადების მომზადება
** დოკუმენტაციის შედგენა (ნახაზები, ქსელის აღწერა)
** ტენდერებში მონაწილეობის მიღება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება
** პროექტის განხორციელება საერთაშორისო ქსელური ინფრასტრუქტურის სტანდარტების დაცვით.
** პროექტების დაგეგმვა, მონიტორინგი, კონტროლი.
** პროექტში ჩართული ინჟინრების რესურსის სწორი გადანაწილება, მასალების დროული მიწოდება.
** პასიური ქსელის ინფრასტრუქტურის ბაზრის ანალიზი და სამომავლო პერსპექტივების დაგეგმვა.
** შესაბამისი სერთიფიკატების და გამოცდების ჩაბარება.

გამოცდილება:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ სფეროში.
** პასიური ქსელის ინფრასტრუქტურის და ოპტიკური ქსელის სტანდარტების ცოდნა
** სატელეფონო ქსელის (კროსი) ცოდნა
** საჭირო პროგრამების ცოდნა - AutoCAD, ARCHICAD, Visio, Corel.
** უსაფრთხოების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (CCTV, Fire Detection & Alarm system, Access control system)
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა

ყველა დაინტერესებულ პირს, ვთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV და სურათი მისამართზე: hr@ol.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე