SME ბიზნეს სესხების უფროსი ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: SME ბიზნეს სესხების უფროსი ექსპერტი
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 14 ივლ / ბოლო ვადა: 28 ივლ
სს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების უფროსი ექსპერტის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** მცირე და საშუალო სესხების მაღალხარისხიანი საკრედიტო პორტფელის ფორმირება
** მუდმივი ზრუნვა ახალი მომხმარებლების მოზიდვაზე
** საკრედიტო განაცხადის მომზადება, პრეზენტაცია საკრედიტო კომიტეტზე, სესხის გაცემა
** პრობლემურ მსესხებლებთან მუშაობა

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია - საბანკო საქმე, საბუღალტრო აღრიცხვა, ფინანსები, ბიზნეს ადმინისტრირება)
** საბანკო სტრუქტურაში ან შესაბამის საფინანსო ინსტიტუტში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით)
** ქართული ენა - სრულყოფილად; რუსული ენა - სასურველია;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) კარგად ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დაკვირვებულობა დეტალების მიმართ, ორგანიზებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV/სააპლიკაციო ფორმა და ფოტოსურათი (3X4) შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 28 ივლისი.

გთხოვთ, სათაურის ზოლში მიუთითოთ პოზიციის კოდი 1732 და თქვენი გვარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე