პრომო აგენტი - საზაფხულო დასაქმება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრომო აგენტი - საზაფხულო დასაქმება
მომწოდებელი: ალდაგი
გამოქვეყნდა: 12 ივლ / ბოლო ვადა: 12 აგვ
სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" გთავაზობთ საზაფხულო ანაზღაურებად დასაქმებას პრომო აგენტის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში. (ვაკის, საბურთალოს ან გლდანის ფილიალებში)

პრომო აგენტის პოზიცია არის 2-თვიანი საზაფხულო დასაქმება სტუდენტებისთვის და არა მარტო მათთვის. პრომო აგენტის პოზიცია განკუთვნილია ენერგიული და მოტივირებული ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურთ, მიიღონ გამოცდილება, აიმაღლონ კვალიფიკაცია და მიიღონ შესაძლებლობა - შეუერთდნენ ალდაგის გუნდს.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და პრაქტიკულ ტრენინგებს
** მზარდ ანაზღაურებას
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
** თქვენზე მორგებულ, თავისუფალ გრაფიკს - დღეში 4 სამუშაო საათი
** მეგობრულ ატმოსფეროს
** მიიღოთ ანაზღაურება საშუალოდ 300 ლარი და მეტი

პრომო აგენტის მოვალეობებია:

** ავტო დაზღვევის მიმართულებით პოტენციური კლიენტების მოძიება
** სხვადასხვა ლოკაციებზე (ბენზინგასამართ სადგურებზე, ჰიპერმარკეტების ავტოსადგომებზე, ავტო სერვის ცენტრებში და სხვა.) პოტენციურ კლიენტებთან გასაუბრება და სადაზღვევო მომსახურების შეთავაზება

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: agent@aldagi.ge და გთხოვთ, Subject line-ში მიუთითოთ: პრომო აგენტი.

ან შეავსეთ ალდაგის ვაკანსიის განაცხადი ალდაგის ვებ-გვერდზე: http://goo.gl/tFf3BS ან ეწვიეთ ალდაგის Facebook-ის დასაქმების გვერდს: https://goo.gl/ZDGlkJ

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე