ანიმატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ანიმატორი
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 11 ივლ / ბოლო ვადა: 21 ივლ
"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" ("კარფური") მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია ანიმატორის პოზიციაზე.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი" ერთ-ერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი" წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 33 000 თანამშრომელი. "მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები" მართავს "კარფურის" ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი", როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" ("კარფური") გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას ანიმატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბავშვთა გასართობ მოედანზე ვიზიტორების მიღება და მათი რეგისტრაცია;
** მუშაობა მონაცემთა ბაზაში და სტატისტიკის წარმოება;
** ბავშვებისთვის უსაფრთხო და მზრუნველი გარემოს შექმნა;
** ბავშვების მეთვალყურეობა და მათზე ზრუნვა ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად;
** მათთვის სხვადასხვა თამაშების შეთავაზება.

მოთხოვნები:

** ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** კრიტიკულ/სტრესულ სიტუაციებში თავის გართმევის უნარი;
** შრომისმოყვარეობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ბავშვებთან მუშაობის მოტივაციის ქონა;
** ქართული ენის ფლობა, ინგლისური და რუსული ენების საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

პიროვნული თვისებები/უნარები:

** მოტივირებული;
** კომუნიკაბელური;
** ენერგიული;
** მხიარული;
** მზრუნველი;
** თავაზიანი, სერვისზე ორიენტირებული.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com არაუგვიანეს 2017 წლის 21 ივლისისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ანიმატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე