ქონებრივი ზარალების ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქონებრივი ზარალების ექსპერტი
მომწოდებელი: ალდაგი
გამოქვეყნდა: 10 ივლ / ბოლო ვადა: 23 ივლ
სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას ქონებრივი ზარალების ექსპერტის თანამდებობაზე.

ქონებრივი ზარალების ექსპერტის პოზიცია არ არის მუდმივი, გულისხმობს საჭიროების მიხედვით გარკვეული დღეების განმავლობაში მუშაობას როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მივლინებაში წასვლას. კანდიდატებს შეუძლიათ ამ თანამდებობის შეთავსება სხვა, მუდმივ სამსახურთან.

ძირითადი მოვალეობები:

** ქონებრივი ზარალების შეფასება - ადგილზე გასვლა ზარალის შეფასების მიზნით და დასკვნის მომზადება;
** დაზიანებული ქონების შეფასება: რისკის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება, გარკვეულ პარამეტრებზე დაყრდნობით ზიანის დადგენა;
** ზარალების შეფასების პროცესში კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა ზარალის რეგულირების შესახებ.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის ან მშენებლობის მიმართულებით;
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება არქიტექტორის ან/და მშენებელ-ინჟინრის პოზიციაზე;
** მნიშვნელოვანია საოფისე პროგრამების, მათ შორის MS Excel-ს სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2017 წლის 23 ივლისის ჩათვლით

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ქონებრივი ზარალების ექსპერტი".

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე