აგრო და ქონებრივი ზარალების რეგულირების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აგრო და ქონებრივი ზარალების რეგულირების მენეჯერი
მომწოდებელი: ალდაგი
გამოქვეყნდა: 10 ივლ / ბოლო ვადა: 23 ივლ
სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას აგრო და ქონებრივი ზარალების რეგულირების მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** აგრო და ქონებრივი სადაზღვევო შემთხვევის შესახებ, ქოლ ცენტრიდან შეტყობინების მიღება;
** კლიენტთან დაკავშირება ინფორმაციის მიღების მიზნით და შემთხვევის ადგილზე გასვლა;
** საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მივლინებებში სიარული, აგრო და ქონებრივი ზარალების შეფასების პროცესის წარმართვა და ადმინისტრირება;
** აგრო და ქონებრივი შემთხვევის პირველადი შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების მიღება ექსპერტის ჩართვის საჭიროებაზე;
** დასარეგულირებელი აგრო და ქონებრივი ზარალისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის კლიენტისგან მოთხოვნა, შეგროვება და შესაბამისი განყოფილებისთვის გადაცემა;
** არასრული დოკუმენტაციის (ან პრობლემური შემთხვევისას) არსებობისას დოკუმენტაციის მოძიება;
** კლიენტისთვის კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიწოდება, კლიენტისათვის ზარალის აქტის გაცნობა და ხელმოწერის უზრუნველყოფა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ ორგანიზაციაში (ბანკში ან სადაზღვევო კომპანიაში), ან აგრარულ სფეროში;
** MS Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** სასურველია GIS-ის ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია).

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** აქტიური მოსმენის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
** პრინციპული;
** აზროვნების სისხარტე;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** კეთილგანწყობილი, თავაზიანი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2017 წლის 23 ივლისის ჩათვლით.

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: აგრო და ქონებრივი ზარალების რეგულირების მენეჯერი.

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე