სისტემური ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სისტემური ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ადელანტე
გამოქვეყნდა: 3 ივლ / ბოლო ვადა: 31 ივლ
საკონსულტაციო კომპანია "ადელანტე" აცხადებს ვაკანსიას სისტემური ადმინისტრატორის პიზიციაზე, წამყვანი კომპანიისთვის, რომელიც იკავებს მოწინავე პოზიციებს ქართული საბანკო ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში.

მოვალეობები:

** რამდენიმე კომპიუტერული სისტემის ადმინისტრირება;
** სისტემებთან დაკავშირებით მომხმარებლებისთვის სატელეფონო დახმარების გაწევა;
** სისტემების მომწოდებლებთან კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში, მათთან თანამშრომლობით ტექნიკური გაუმართაობის აღმოფხვრა;
** პარტნიორი ორგანიზაციის კოლეგებთან კოორდინაცია;
** ხსენებულ სისტემებთან დაკავშირებით ტექნიკური აღწერილობის (დოკუმენტაციის) მომზადება;
** ტექნიკური აუდიტის დასკვნის ანალიზი და შესაბამის შენიშვნებზე რეაგირება.

მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Ms Office);
** Microsoft Windows-ის ადმინისტრატორის დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული ტექნიკის დეტალებთან (Hardware) მუშაობის გამოცდილება;
** ტექნიკურ დოკუმენტაციებთან მუშაობის გამოცდილება;
** IT პერსონალთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

სამუშაო საათები: 10:00-18:30 (ორშაბათი - პარასკევი)

შერჩეული კანდიდატი გაივლის 3 თვიან სტაჟირებას და აღნიშნულ პერიოდში მისი ანაზღაურება იქნება 500 ლარი (ხელზე ასაღები). სტაჟირების შემდგომ ანაზღაურება იქნება 800 ლარი (ხელზე ასაღები). ხელფასის შემდგომი ზრდა მოხდება თანამშრომლის განვითარების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი ადელანტეს საიტზე: http://career.adelante.ge/Job/19? 2017 წლის 31 ივლისამდე.

შენიშვნა: გასაუბრება იქნება ყოველ კვირა. მიღებული განაცხადები, შემოსვლისთანავე განიხილება, იჩქარეთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე