IT პროექტების მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: IT პროექტების მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ადელანტე
გამოქვეყნდა: 3 ივლ / ბოლო ვადა: 31 ივლ
საკონსულტაციო კომპანია "ადელანტე" აცხადებს ვაკანსიას IT პროექტების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე, წამყვანი კომპანიისთვის, რომელიც იკავებს მოწინავე პოზიციებს ქართული საბანკო ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში.

მოვალეობები:

** მოთხოვნის შესაბამისად, პროგრამისტებთან მუშაობა და სამუშაოების შესრულების მონიტორინგი;
** ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში მომხმარებლებთან კომუნიკაცია (სატელეფონო, ელექტრონული ფოსტის თუ სხვა საშუალებებით), პროგრამებთან დაკავშირებულ პრობლემებში დახმარება და ფუნქციონალის ახსნა;
** ტექნიკურ ინციდენტებზე რეაგირების კონტროლი;
** ახალი და არსებული სერვისების შეთავაზება მომხმარებლებისთვის;
** არსებული სერვისების მუდმივი განვითარება და გაუმჯობესება;
** ახალი სერვისების მოძიება, შესწავლა, პროექტირება და დეველოპმენტის მონიტორინგი;
** პროგრამების ფუნქციონალის აღწერის დოკუმენტაციის წარმოება;
** პროგრამების ფუნქციონალის სიღრმისეული ცოდნა;
** პროგრამის ტესტირება ინტერფეისის დონეზე;
** მომხმარებლების მოთხოვნის შესწავლა, შესაბამისი ცვლილებების ტექნიკური დოკუმენტის მომზადება და დეველოპერებთან შეთანხმება;
** პროექტების მიმდინარეობის ანალიზი, კონტროლი, მართვა და პერიოდული რეპორტინგი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით;
** აუცილებელია სხვადასხავა ტიპის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ქართული და ინგლისური ენების (წერა/კითხვა) კარგად ცოდნა, ხოლო რუსულის საშუალო დონეზე;
** ოპერაციული სისტემის - MS Windows და საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა;
** პერიფერიული მოწყობილობებთან (პრინტერი, სკანერი და სხვა) მუშაოების გამოცდილება;
** ტექნიკურ დოკუმენტაციებთან მუშაობა და/ან გამოცდილება გაყიდვებში ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
** დეველოპერებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.

სამუშაო საათები: 10:00-18:30 (ორშაბათი - პარასკევი)

შერჩეული კანდიდატი გაივლის 3 თვიან სტაჟირებას და აღნიშნულ პერიოდში მისი ანაზღაურება იქნება 500 ლარი (ხელზე ასაღები). სტაჟირების შემდგომ ანაზღაურება იქნება 800 ლარი (ხელზე ასაღები). ხელფასის შემდგომი ზრდა მოხდება თანამშრომლის განვითარების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ განაცხადი ადელანტეს საიტზე: http://career.adelante.ge/Job/18? 2017 წლის 31 ივლისამდე.

შენიშვნა: გასაუბრებები იქნება ყოველ კვირა. მიღებული განაცხადები, შემოსვლისთანავე განიხილება, იჩქარეთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე