სესხის ოფიცერი - სართიჭალა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სესხის ოფიცერი - სართიჭალა
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 19 მაი / ბოლო ვადა: 28 მაი
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას სესხის ოფიცრის თანამდებობაზე სართიჭალის ფილიალში.

"კრისტალი" ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ემსახურება 60 000 - ზე მეტ კლიენტურას და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში 40 ფილიალისა და 11 სერვისცენტრის მეშვეობით.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით
** საბონუსე სისტემას
** პრემიალურ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** დეკრეტული შვებულების ნაწილობრივ ანაზღაურებას
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** საუკეთესო სამუშაო პირობებს

ძირითადი მოვალეობები:

** განთავსების ადგილზე კრისტალის ბრენდის და პროდუქტების რეკლამირება;
** აქტიური მარკეტინგული საქმიანობა, კლიენტთა მოძიება;
** კლიენტის ფინანსური და სოციალური ინფორმაციის მოპოვება;
** მიღებული ინფორმაციის შედეგად სპეციალური ფორმის შევსება და საკრედიტო ანალიტიკოსისთვის გადაგზავნა;
** კომპეტენციის ფარგლებში სესხის დამტკიცება სკორინგის მეშვეობით;
** მონაცემთა ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის შეყვანა და მისი სათანადო გამოყენება;
** დაფინანსებული ბიზნესების შემდგომი მეთვალყურეობა და კონტროლი;
** დაგვიანებულ და პრობლემურ ბიზნესებთან განსაკუთრებული მუშაობა;
** სასესხო და სესხთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება რაც რეგულირდება შიდა პროცედურებით;
** სასესხო და სესხთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების გაფორმება კლიენტებთან;
** კლიენტისათვის ინფორმაციის ნათლად მიწოდება;
** კლიენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმართვა;
** ანგარიშგება გაწეული საქმიანობის შესახებ ხელმძღვანელობის წინაშე;
** საჭიროების შემთხვევაში სესხის თანხის ადგილზე გაცემა.

"კრისტალი" ეძებს მათ ვინც არის:

** მიზანდასახული და ენერგიული
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარის მქონე

და ვისაც აქვს:

** სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა)
** საშუალო ან პროფესიული განათლება

დაინტერესებულ პირებს 2017 წლის 28 მაისს 17:00 საათამდე შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა http://goo.gl/forms/5tSIsgnQAE

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე