კონსულტანტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონსულტანტი - ბათუმი
მომწოდებელი: ბი-ემ-სი შარმი
გამოქვეყნდა: 19 მაი / განახლდა: 22 მაი / ბოლო ვადა: 19 ივნ
სანტექნიკისა და კერამიკული ფილების მწარმოებელი გლობალურ ბრენდ "VitrA"-ს წარმომადგენლობა საქართველოში - შპს "ბი ემ სი შარმი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე ბათუმის ფილიალში.

სამუშაო გრაფიკი: სრული.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერულ პროგრამებში (Photoshop, Corel, Excel, Word) მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში (უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო მასალების სფეროში არსებული გამოცდილების მქონე კანდიდატს);
** ასაკი: 22-დან 30 წლამდე.

ვალდებულებები:

** კლიენტის კვალიფიციური კონსულტირება;
** გაყიდული პროდუქციის პროგრამულად გატარება;
** ნავაჭრი თანხის მიღება და მისი პროგრამულად გატარება.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ენერგიულობა;
** დავალებების დროულად შესრულების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: naji@vitra.com.ge და მიუთითეთ სასურველი თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

დეტალური ინფორმაცია ბრენდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: http://vitraglobal.com | https://www.facebook.com/VitraGeorgia
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე