ჰიდროელექტროსადგურის ელექტრომექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ჰიდროელექტროსადგურის ელექტრომექანიკოსი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 19 მაი / ბოლო ვადა: 2 ივნ
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიას ჰიდროელექტროსადგურის ელექტრომექანიკოსის თანამდებობაზე.

მოვალეობა/პასუხისმგებლობა:

** ჰიდროტურბინებზე საზეინკლო სამუშაოების შესრულება;
** განაწესის შესაბამისად ჰიდროძალოვანი დანადგარების სარემონტო სამუშაოების შესრულება;
** სამუშაო პროცესში შრომის უსაფრთხო წარმოება;
** სათანადო თეორიული და პრაქტიკული მომზადების გავლა;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების წარგდენა უშუალო ხელმძღვანელისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული ტექნიკური განათლება;
** ჰიდროაგრეგატებთან მუშაობის 1 წლის სამუშაო გამოცდილება;
** ჰიდროაგრეგატების კვანძების ცოდნა;
** ჰიდროაგრეგატებზე რემონტის ჩატარების ცოდნა;
** სასურველია ტექნიკის ექსპლოატაციისა და შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** გაწონასწორებული, კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე, ენერგიული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2017 წლის 2 ივნისისა (18:00 საათი). გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე