ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: პეპელა
გამოქვეყნდა: 19 მაი / ბოლო ვადა: 15 ივნ
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი, შპს "პეპელა", აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე, სრული განაკვეთით.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება
** ყოველთვიური და ყოველწლიური ფინანსური რეპორტების მომზადება
** ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების ატვირთვა
** ინვოისების გამოწერა
** სალაროს ოპერაციების წარმოება (გასავლის და შემოსავლის ორდერების გამოწერა)
** სახელფასო უწყისების მომზადება
** საბანკო გადარიცხვების მომზადება ინტერნეტ ბანკში
** სხვადასხვა ყოველდღიური ოპერაციების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსური განხრით)
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე
** საბუღალტრო პროგრამა ORIS-ის ცოდნა (სავალდებულოა)
** საბუღალტრო პროგრამა 1C-ს ცოდნა (სასურველია)
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel, Outlook)
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი, დადგენილ ვადებში სამუშაოს შესრულება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი C.V. შემდეგ მისამართზე: hr@pepela.ge

გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა 15 ივნისი 2017 წელი.

დაუკავშირდებით მხოლოდ არჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე