ვიზიტორებთან ურთიერთობის მიმართულების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ვიზიტორებთან ურთიერთობის მიმართულების სპეციალისტი
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 19 მაი / ბოლო ვადა: 1 ივნ
"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს რეგისტრაციის და ვიზიტორებთან ურთიერთობის მიმართულების სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 76 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

** ქსელში შემავალი კლინიკების რეგისტრატურების მომსახურების პროცესთან დაკავშირებული სახელმძღვანელოების შედგენა/განახლება;
** რეგისტრატურის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებული ტრენინგების დაგეგმვა/ორგანიზება;
** რეგისტრატურის მიმართულებით შესაბამისი პროცედურების დამუშავება და დანერგვა (როგორც არსებულ, ისე ახალ კლინიკებში);
** სიახლეებისა და ცვლილებების მიწოდების უზრუნველყოფა რეგისტრატურაში;
** რეგისტრატურის მიმდინარე მომსახურების პროცედურულად და ტექნიკურად გამართულობის შეუფერხებლად მუშაობის მხარდაჭერა;
** ყოველდღიურად რეგისტრატურის/კლინიკის მიერ დასმული პრობლემების შეფასება და მოგვარება; საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურებში ინფორმაციის მიწოდება და აღნიშნული პრობლემის მოგვარების შემდგომი მონიტორინგი;
** ქსელში შემავალ კლინიკებში რეგულარული ვიზიტების განხორციელება და წინასწარგანსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად არსებული მდგომარეობის შეფასება; ვიზიტის დროს დაფიქსირებული საკითხების შესახებ რეპორტინგი;
** კლინიკებში არსებულ ნაკადებზე დაკვირვება, ნაკადების გადანაწილებისა და წინა ხაზის თანამშრომლების დატვირთულობის ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში ანალიზის შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
** რეგისტრატურის მუშაობის ეფექტურობის გაზრდისკენ მიმართული ახალი იდეების/პროექტების ინიცირება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** სასურველია ქსელური კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
** აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** დეტალებზე ორიენტაცია;
** ანალიტიკური აზროვნება;
** აზრის ნათლად გამოხატვის, ჩამოყალიბების და გადმოცემის უნარი;
** არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 01 ივნისი, 2017

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ge/career/mimdinare-vakansiebi/registraciis-da-vizitorebtan-urtiertobis-mimartulebis-specialisti-tbilisi.page

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე