ვიზიტორებთან ურთიერთობის მიმართულების უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ვიზიტორებთან ურთიერთობის მიმართულების უფროსი
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 19 მაი / ბოლო ვადა: 1 ივნ
"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს ვიზიტორებთან ურთიერთობისა და რეგისტრაციის პროცესის მართვის მიმართულების უფროსის ვაკანსიას თბილისში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 76 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

1. ქსელის მასშტაბით პაციენტებისა და ვიზიტორების მომსახურების პროცესის გამართულობის და უწყვეტობის უზრუნველყოფა:

** პაციენტის მიერ მომსახურების შეუფერხებლად მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
** პაციენტის მიღების ფინანსურად, ადმინისტრაციულად და სამართლებრივად გამართული პროცესის არსებობის უზრუნველყოფა;
** სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტორების სწორი დამისამართებისა და მოძრაობას სქემის არსებობის უზრუნველყოფა;
** სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტორების/პაციენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მართვა/გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
** რეგისტრაციის, მომსახურების პროცესის, ვიზიტორებთან ურთიერთობისა და ინფორმაციის მართვის პროცესის განვითარებისთვის ინიციატივების მომზადება;

2.დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა/კონტროლი:

** რეგისტრატურისა და ვიზიტორებთან ურთიერთობის სამსახურების თანამშრომლების შერჩევის პროცესში ჩართულობა; ზრუნვა მათ კომპეტენციაზე, შეფასებასა და მოტივაციაზე;
** ერთეულის ეფექტური მუშაობისათვის აუცილებელი პროცედურების და გაიდლაინების განხორციელების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** კომპანიის მიერ გაწერილი მომსახურების სტანდარტების დაცვის კოორდინაცია;
** ერთეულის მიერ კორპორატიული სახელმძღვანელოს შესრულების კოორდინაცია/მონიტორინგი;
** ერთეულის ძირითადი ბიზნეს ამოცანების შესრულების პერიოდული შეფასება, ანალიზი და ხარისხის მუდმივი კონტროლი;
** ერთეულში ყველა საჭირო ინფორმაციის, სიახლის გადაცემა, თანამშრომელთა დროული ინფორმირება;

3. სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება: სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსის, კოორდინატორი მენეჯერის დავალების შესაბამისად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია მომსახურების სფეროში);
** სასურველია ქსელურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (როგორც ზეპირი, ისე წერილობითი);
** სიტუაციაში მოქნილად მოქმედების უნარი;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
** ინიციატიურობა;
** ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** მიზანმიმართულობა;
** დამოუკიდებლად მოქმედების უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 01 ივნისი, 2017

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ge/career/mimdinare-vakansiebi/vizitorebtan-urtiertobisa-da-registraciis-procesis-martvis-mimartulebis-ufrosi-tbilisi1.page

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე