მოწვეული ლექტორები - IT
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოწვეული ლექტორები - IT
მომწოდებელი: თავისუფალი უნივერსიტეტი - MACS
გამოქვეყნდა: 19 მაი / ბოლო ვადა: 1 ივლ
თანდართული ფაილი: 141842-freeuni.zip
შპს "თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლა" (MACS) აცხადებს ვაკანსიებს მოწვეული ლექტორების პოზიციებზე შემდეგი მიმართულებებით:

** კომპიუტერული ქსელები;
** ოპერაციული სისტემების ინჟინერია;
** ხელოვნური ინტელექტი;
** კომპიუტერული სისტემების უსაფრთხოება;
** ბუნებრივი ენის დამუშავება;
** თამაშების დეველოპმენტი (Unity);
** პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა .NET ტექნოლოგიების საშუალებით;
** მანქანური სწავლება

სამუშაოს ზოგადი მოთხოვნები:

** ლექციებისა და/ან სემინარების ჩატარება შესაბამის საგანში/საგნებში;
** კურსის სილაბუსის შემუშავება/კორექტირება;
** სილაბუსით გათვალისწინებული დავალებებისა და სხვა აქვტივობების მომზადება და გასწორება;

ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით;
* სასურველია ლექციების ჩატარების გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
** პროფესიული საკვალიფიკაციო მოთხოვნები (იხილეთ მიბმული ფაილი)

პიროვნული თვისებები:

** კარგი და სწრაფი კომუნიკაციის უნარი;
** ენერგიული;
** დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

საჭირო დოკუმენტაცია: CV და საგნის სილაბუსი;

საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2017 წლის 1 ივლისი;

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება დოკუმენტაციის მიხედვით, მეორე ეტაპზე დაინიშნება საჩვენებელი ლექცია (დაკავშირება მოხდება მხოლოდ წარმატებულ კანდიდატებთან).

წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მოწვეული ლექტორი" და შესაბამისი საგნის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ვებ-გვერდი: http://www.freeuni.edu.ge
ელ.მისამართი: vacancy@freeuni.edu.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე