ქონთენთ პარტნიორებთან ურთიერთობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქონთენთ პარტნიორებთან ურთიერთობის სპეციალისტი
მომწოდებელი: ბილაინი
გამოქვეყნდა: 19 მაი / ბოლო ვადა: 26 მაი
შპს "ბილაინი" აცხადებს კონკურსს ციფრულ მიმართულებაში ქონთენთ პარტნიორებთან ურთიერთობის სპეციალისტის ვაკანსიაზე.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** ქონთენთ პარტნიორების იდენტიფიცირება, მათთან თანამშრომლობის ფორმის სტრუქტურირება და შემდგომი განვითარება
** საპრეზენტაციო მასალის მომზადება და ბიზნეს შეთავაზების ფორმირება
** კომერციული პირობების ანალიზი და ბიზნეს კლიენტისთვის ფინანსურად რაციონალური შეთავაზების გაკეთება
** ბიზნეს კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოებისას სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობის მოდელის განხილვა
** თანამშრომლობისთვის საჭირო რესურსების გათვალისწინებით, პრიორიტეტების განსაზღვრა და სტრატეგიული მიდგომა კლიენტთა ინტეგრაციის თანმიმდევრობის განსაღვრის დროს
** ბიზნეს კლიენტებისთვის ძირითად საკონტაქტო პირად ჩამოყალიბება მათთან ყოველდღიური საოპერაციო საკითხების მენეჯმენტში
** ბიზნეს კლიენტებთან აქტიური კოლაბორაცია და მათთან თანამშრომლობის სრული ციკლის მართვა, ასევე შემდგომი ანალიზი და წინასწარ განსაზღვრული მიზნების შესრულება
** ბიზნეს კლიენტებთან ახალი ბიზნეს შესაძლებლობების განვითარება
** ბიზნეს კლიენტებთან ძირითად საკონტაქტო პირად ჩამოყალიბება ფინანსურ, ანალიტიკურ და იურიდიულ საკითხებში
** კომპანიის შიდა დეპარტამენტებთან აქტიური კოლაბორაცია, ხელშეკრულების პირობების სრულფასოვნად და სწრაფად შეთანხმების მიზნით.

თუ თქვენ:

** გაქვთ კარგი კომუნიკაციის უნარი და ხართ გუნდური მოთამაშე
** გახასიათებთ თვითორგანიზებულობა, გაქვთ დეტალებზე ორიენტაციის უნარი, შეგიძლიათ დროის სწორად მართვა, პრიორიტეტების სწორად დასმა, ეფექტური პრეზენტაცია
** ხართ პროაქტიული, თავისუფლად მუშაობთ რამდენიმე ამოცანაზე პარარელურად, შეგიძლიათ პრობლემების გადაჭრის გზების აღმოჩენა
** ხართ ორიენტოირებული დეტალებზე
** გაქვთ საკითხების არგუმენტირებულად განხილვის უნარი
** ხართ PowerPoint-ის და Excel-ის პროფესიონალური დონის მომხმარებელი
** გაქვთ გამოცდილება ფინანსური მოდელების და ბიზნეს ქეისების შექმნაში
** გაქვთ ბიზნეს კლიენტებთან თანამშრომლობისა და მათთან ფინანსური ანგარიშსწორების გამოცდილება
** გაქვთ კომპლექსური, მაღალი ეფექტის მომტანი პროექტების მართვის გამოცდილება და ექსპერტიზა.
** გახასიათებთ დინამიურად ცვალებად გარემოზე შეგუების უნარი

გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@beeline.ge 26 მაისამდე და მიუთითოთ თემა "Content partnership specialist". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე