მაღაზიის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მაღაზიის კონსულტანტი
მომწოდებელი: Calzedonia
გამოქვეყნდა: 19 მაი / ბოლო ვადა: 2 ივნ
ქალბატონებისა და მამაკაცების აქსესუარების ბრენდულ მაღაზიათა ქსელი " CALZEDONIA" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისათვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა მათთვის სასურველი ნივთის შერჩევაში;
** მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** არსებული პროდუქციის განთავსება დარბაზში კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით.
** მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი
** სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა სავალდებულოა;
** გამართული ზეპირი კომუნიკაციის უნარი.

დამატებითი მოთხოვნა: გთხოვთ წარადგინოთ სარეკომენდაციო წერილი.

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** მიზანსწრაფულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა

სამუშაო გრაფიკი მცოცავი, კვირაში ერთი დასვენების დღით.

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: calzedonia.georgia@gmail.com

რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2 ივნისი 2017 წელი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე