კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 19 მაი / ბოლო ვადა: 31 მაი
კომპანია UGT, ლიდერი IT კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების ორგანიზება და მართვა;
** ახალი პოტენციური კლიენტის მოძიება;
** პოტენციური კლიენტებისათვის პრეზენტაციების დაგეგმვა-ჩატარება და შეთავაზებების მომზადება;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა და ბრენდების განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაბელობა და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და ორგანიზებულობა;
** შეთანხმების მიღწევისა და სასურველ პირობებზე მოლაპარაკების უნარი;
** პრეზენტაციების მომზადების და ჩატარების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი.

კვალიფიკაცია, გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება (ტექნიკური ან ბიზნეს ადმინისტრაცია);
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებში;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა.

კომპენსაცია:

** კონკურენტუნარიანი საბაზო ანაზღაურება (ხელფასი);
** ბონუსი გაყიდვებიდან.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი CV და სამოტივაციო წერილი მოგვაწოდოთ მისამართზე: hr@ugt.ge არაუგვიანეს 2017 წლის 31 მაისისა და სათაურის ველში მიუთითოთ "კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი".

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე