დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: სასტუმრო რადისონ ბლუ
გამოქვეყნდა: 19 მაი / ბოლო ვადა: 19 ივნ
სასტუმრო "რადისონ ბლუ" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის თანამდებობაზე.

პოზიცია: დიასახლისი
დეპარტამენტი: დასუფთავების სამსახური
ანგარიშვალდებულია: დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელთან / დასუფთავების სამსახურის ზედამხედველთან

პოზიციის ძირითადი მიზანი:

დიასახლისის ძირითადი მოვალეობა არის სტუმრების ოთახის დალაგება/დასუფთავება სპეციალური განრიგის მიხედვით. დიასახლისის მოვალეობაა სასტუმროს ტერიტორიის დალაგება/დასუფთავება და მენეჯერის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება. დიასახლისი ვალდებულია მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას კოლეგიალური ურთიერთობა შეინარჩუნოს სასტუმროს ყველა თანამშრომელთან.

ძირითადი მოვალეობები:

ოთახები:

** წინასწარ განსაზღვრული სართულის დერეფნების დალაგება
** საწმენდი საშუალებების ეკონომიურად გამოყენება
** საწმენდი აპარატურის მოვლა
** სტუმრების ოთახების დალაგება, ოთახების სტუმრების მისაღებად გამზადება
** სტუმრების ოთახების განრიგის მიხედვით დალაგება/დასუფთავება
** საძინებელი თეთრეულისა (ყოველდღიურად) და პირსახოცების (სტუმრის მოთხოვნის შესაბამისად) გამოცვლა
** სასტუმრო ოთახებში ფანჯრების და სარკეების გაწმენდა
** სანათების გაწმენდა (მას შემდეგ რაც შეამოწმებს, რომ იგი მუშაობს)
** ავეჯისა და თაროების მტვრისგან გაწმენდა/გაპრიალება
** კედლების, კარებისა და ჭერის გაწმენდა
** სასტუმრო ოთახის ხალიჩებიდან ლაქების მოშორება
** სასტუმრო ოთახისა და აბაზანის იატაკის დასუფთავება/გაპრიალება
** ოთახების მომარაგება ინფორმაციის შემცველი ბუკლეტებით
** აბაზანის დასუფთავება: ნიჟარა, სარკე, საპირფარეშო, შხაპი, ფილები, აბაზანის ფარდა, თაროები და ა.შ.
** აბაზანის მომარაგება სააბაზანო ნივთებით
** ოთახში არსებული დაზიანებების აღმოჩენის შემთხვევაში ინჟინერიის დეპარტამენტის ინფორმირება
** დასუფთავებისათვის საჭირო აღჭურვილობის მოვლა/გაფრთხილება

ოფისი:

** სამუშაო მაგიდების და საოფისე ავეჯის მტვრისგან გასუფთავება
** ოფისებიდან ნარჩენების (ნაგვის) გატანა
** იატაკის გასუფთავება
** საპირფარეშოებისა და დერეფნების დალაგება/დასუფთავება
** შემოსასვლელი კარის გაწმენდა

სხვა:

** დაიცვას პირადი ჰიგიენა, შეინარჩუნოს უნიფორმის სისუფთავე
** დაიცვას სასტუმროში არსებული ძირითადი წესები და მოთხოვნები

გთხოვთ, გამოგზავნოთ CV: hr.tbilisi@radissonblu.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე