ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 19 მაი / ბოლო ვადა: 1 ივნ
სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: VC1695
ადგილმდებარეობა: სათაო ბანკი, მულტიჩენელის განვითარების განყოფილება
კატეგორია: ბიზნესის განვითარება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები: ენები: ინგლისური - ძალიან კარგი.

უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** მაღალი მოტივაცია
** ანალიტიკური აზროვნება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დათქმული ვადების დაცვით მუშაობა
** თანამედროვე ტექნოლოგიების კარგად ცოდნა
** მობილურ აპლიკაციებთან მომხმარებლის დონეზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისურად ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** აქტიურობა და ინიციატიურობა

დამატებითი მოთხოვნები:

** კანდიდატი უნდა იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი;
** სასურველია განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მსგავსი სპეციალობის განხრით (ან მეორადი პროფესია ე.წ. "მაინორი" ინფორმაციულ ტექნოლოგიებში)
** უპირატესობა მიენიჭება, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროექტებში სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

სამუშაოს აღწერა:

** აღნიშნული განყოფილება, მუშაობს ბანკის დისტანციური არხების განვითარებაზე (ინტერნეტბანკი, მობაილბანკი, ვებ-გვერდი, ინტეგრაციის სერვისი...).
** ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი პასუხისმგებელია პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროგრამული უზრუნველყოფის (ვებ აპლიკაცია, მობილურის აპლიკაცია) ტესტირება დანერგვამდე;
** ხარვეზების დაფიქსირება შესაბამის პროგრამაში და პრიორიტეტების განსაზღვრა;
** აპლიკაციებთან დაკავშირებულ სხვადასხვა სამართავ მოდულთან მუშაობა.
** ახალი იდეების გენერირება და მათზე მუშაობა აპლიკაციების გასაუმჯობესებლად.
** კომუნიკაცია გარე მომწოდებლებთან ინგლისურ ენაზე (წერითი, ზეპირი)
** ანგარიშგება ზედა რგოლის მენეჯმენტთან

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://career.tbcbank.ge/Job/1695
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე