საუზმის მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საუზმის მიმტანი
მომწოდებელი: სასტუმრო ლაერტონი
გამოქვეყნდა: 19 მაი / ბოლო ვადა: 20 ივნ
სასტუმრო "ლაერტონ თბილისი" (http://www.laerton-hotel.com), პრემიუმ კლასის ბუტიკ სასტუმრო ძველი თბილისის შუაგულში მდებარეობს. იგი 2014 წლის დეკემბერში გაიხსნა.

ჩვენი სასტუმროს მიზანს წარმოადგენს, გახდეს ფართოდ აღიარებული ბრენდი, რომელსაც პატივს სცემენ სერვისის უმაღლესი დონისა და ელეგანტური არქიტექტურის გამო. ჩვენი მისიაა, სასტუმროს პერსონალის ძალისხმევამ სტუმართა მოლოდინს გადააჭარბოს, ვიხელმძღვანელოთ სერვისის საერთაშორისო სტანდარტებით და ვიყოთ ქართული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციების ერთგული.

ჩვენს უმთავრეს ფასეულობებს წარმოადგენს: პატივისცემა, პასუხისმგებლობა, უსაფრთხოება, დაკისრებული მოვალეობების სიამოვნებით შესრულება. ჩვენი დევიზია - "სიამოვნებით!"

სასტუმრო "ლაერტონ თბილისი" აცხადებს საუზმის მიმტანის ვაკანსიას.

მდებარეობა: თბილისი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაო პირობები: თვეში 15 ან 16 რვასაათიანი სამუშაო დღე. კომპანია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას და კვებას სამუშაო დღის განმავლობაში.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა, მომსახურება და გაცილება სერვისის უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით;
** სხვა შესაბამისი მოვალეობები.

პროფესიული მოთხოვნები:

** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა აუცილებელია;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პროგრამა MICROS-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პროფესიული განათლება ტურიზმის, ან სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.

პერსონალური მოთხოვნები:

** სერვისის უმაღლესი სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა და გაცნობიერება;
** მომსახურების საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისა და კოლეგების მიმართ;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებული, მოტივირებული;
** პრეზენტაბელური გარეგნობა;
** ენერგიული, გუნდური მუშაობის სულისკვეთებითა და გულწრფელი ღიმილით.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ფოტო-სურათთან ერთად, ელ. ფოსტის მისამართზე:
hr@laerton-hotel.com და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ ვაკანტური პოზიციის დასახელება, რომელზედაც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ფოტოსურათის გარეშე გამოგზავნილი რეზიუმეები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე