ავტოგაზგასამართი სადგურის გამმართველი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ავტოგაზგასამართი სადგურის გამმართველი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ნეოგაზი
გამოქვეყნდა: 19 მაი / ბოლო ვადა: 19 ივნ
შპს "ნეოგაზი" ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც დაკავებულია შეკუმშული ბუნებრივი აირის რეალიზაციით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. შპს "ნეოგაზი" ფლობს 18 ავტოგაზგასამართ სადგურს და 12 მოძრავ სადგურს.

შპს "ნეოგაზი" აცხადებს კონკურსს ავტოგაზგასამართი სადგურის გამმართველის პოზიციაზე თბილისში (ლოჭინში), რუსთავსა და მარნეულში.

სამუშაოს აღწერა:

** წინა ცვლის გამმართველისგან ინფორმაციის მიღება მარიგებელი სვეტის მდგომარეობის შესახებ
** მომსახურებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
** ავტომობილის გამართვისას კლიენტის მიერ მოთხოვნილი ბუნებრივი აირის ექვივალენტური თანხის (ან ტალონის) მიღება, საკონტროლო-სალარო აპარატის და კორპორატიული ბარათების აპარატებიდან ქვითრის ამოღება, კლიენტისთვის გადაცემა და ამონაგები თანხის შენახვა
** ტალონური რეალიზაციის შემთხვევაში ავტომანქანის იდენტიფიცირების უზრუნველყოფა ტალონზე თარიღის, ავტომანქანის სახელმწიფო ნომრის მითითებისა და საკუთარი ხელისმოწერით დადასტურების გზით
** მატერიალური რესურსების კეთილგონიერად გამოყენება
** სამუშაო ადგილის მოწესრიგება
** ჩაცმულობის და ჰიგიენური ნორმების დაცვა
** ცვლის ჩაბარების შემდეგ, მარიგებელი სვეტის გამართულობის შემოწმება

ძირითადი მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
** საშუალო განათლება
** სასურველია გამმართველად ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@neogas.ge და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე